მრჩეველთა საბჭოში ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება - ლადო მგალობლიშვილი 

27 აპრილი 2018, 00:00 2433 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. 

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის პოზიცია 2016 წლის 19 აგვისტოდან ვაკანტურია. საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარე ზაზა ხალვაშმა თანამდებობა დატოვა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობას, ამ დრომდე, ნატა იმედაიშვილი ასრულებს. 

მრჩეველთა საბჭოში  4 წევრი - ნატა იმედიაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე არიან. 

 

ამავე კატეგორიაში