''დაბერება საქართველოში''-კონფერენცია

27 აპრილი 2018, 00:00 1923 ნახვა

„დაბერება საქართველოში, გამოწვევები და პერსპექტივები“ - ამ თემაზე ქობულეთში კონფერენცია მიმდინარეობს. მიზანი ხანდაზმულთა პრობლემების გამოკვეთა და მათი ინტერესების ადვოკატირებაა. შეხვედრაზე მთავარ პრობლემად ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათ დასაქმებაზე ზრუნვა, თავშესაფრების და სოციალური პროგრამების ნაკლებობა დასახელდა. კონფერენცია ასოციაცია “ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით ტარდება, ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ამავე კატეგორიაში