აჭარის ტელევიზიის კრიტიკა უმაღლეს საბჭოში - თავდასხმა არხის პოლიტიკაზე?

27 აპრილი 2018, 00:00 2461 ნახვა

საცხოვრებელი ადგილისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები - კრიტიკა აჭარის ტელევიზიის მისამართით – არხს პოლიტიკა უმაღლეს საბჭოში საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და “ბათუმური პლატფორმის” წევრებმა დაუწუნეს.

მოითხოვეს მრჩეველთა საბჭოს გადადგომა, რომელმაც დღეს განათლების კომიტეტს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გააკრიტიკეს ჟურნალისტები, მენეჯმენტი და გადაცემები, ეს მაშინ როდესაც ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა არხზე მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად აფასებს და სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში