აზერბაიჯანმა თურქეთს გიულენის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი გადასცა

28 აპრილი 2018, 00:00 1823 ნახვა

აზერბაიჯანმა თურქეთს ძებნაში მყოფი პირი გადასცა, რომელსაც ანკარა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

სტამბოლის პოლიციის სამმართველოს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ინფორმაციით, ქონიას და აქსარაის პროვინციების სასამართლოებმა გასცეს თურქეთის მოქალაქე მ.ჯ.-ს დაკავების ორდერი, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

2017 წლის აპრილში მ.ჯ. აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ის დააკავეს და ექსტრადირებისთვის ამზადებდნენ. ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მ.ჯ. ინტერპოლის თანამშრომლებს გადასცა, მათ კი ძებნილი პირი სტამბოლში ჩაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში