ბაქოში ტრამპ თაუერის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა

28 აპრილი 2018, 00:00 2617 ნახვა

ბაქოში ტრამპ თაუერის სახელით ცნობილ შენობასთან მისასვლელი გზები გადაკეტეს. ცათამბჯენში, რომელიც აზერბაიჯანის ყველაზე მაღალი შენობების ხუთეულში შედის,  ხანძარი ბოლო სართულზე გაჩნდა.  

ცეცხლი უკვე რამდენიმე სართულზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე  აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე  ეტიბარ მირზიაევი მივიდა.

ბაქოს ცენტრში მდებარე ტრამპ თაუერში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში თვითმხილველებმა გაავრცელეს.  33 სართულიანი შენობა 130 მეტრი სიმაღლისაა.  დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის კომპანიამ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანშიც, ტრამპ თაუერის პროექტებთან დაკავშირებული ლიცენზირებული კონტრაქტები შეაჩერა.  

იმ დროისთვის  ბაქოში ტრამპ თაუერის შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, თუმცა ის გაუხსნელი დარჩა. 

ამავე კატეგორიაში