ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები

30 აპრილი 2018, 00:00 2324 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა. გარემოსდამცველებმა 6 სატვირთო მანქანა მაშინ დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა თურქეთის ტერიტორიაზე გაჰქონდა.
მანქანები მურყანის სახეობის 245 მ3 საშეშე მერქნით იყო დატვირთული, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ზუგდიდში იყო მოპოვებული. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილებში არსებული ხე ტყის მასალა სხვაგან იყო მოჭრილი. 

"მძღოლების მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იყო გაცემული და მათი ადგილზე გადამოწმების შედეგად, ოთხ მათგანში მითითებული მონაცემები არ დადასტურდა, ვინაიდან ხე-მცენარეები დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო მოპოვებული. ოთხივე სატვირთო ავტომანქანა დაილუქა.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაშია გადაგზავნილი.

ამავე კატეგორიაში