ყოველთვის იქნება ჩვენთვის მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე - მარგველაშვილი ჯარისკაცებს

30 აპრილი 2018, 00:00 2786 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართველ ჯარისკაცებს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და თავდაცვის მინიტრმა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.

დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავართ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმედი პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდში ვიდგებით, - ასე მიმართა ქართველ ჯარისკაცებს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს  ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა.  ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. აღნიშნა, რომ საქართველომ შეიარაღებული ძალების აღდგენით მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე 1991 წლიდან აღინიშნება. ამ დროისთვის ქვეყნის არმია სახმელეთო ძალებისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან შედგება.  სადაც რამდენიმე ათასი რიგითი, კაპრალი, სერჟანტი და ოფიცერი მსახურობს. 27 წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ სამ ომში მიიღო მონაწილება. გარდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისა, ქართველი სამხედროები საერთაშორისო უსაფრთხოებას კოსოვოს, ერაყის, ავღანეთის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იცავდნენ.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში