თამბაქოს მოხმარების კონტროლი მკაცრდება

30 აპრილი 2018, 00:00 1832 ნახვა

გაერო მიესალმება საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ამოქმედებას. განცხადებაში, რომელსაც UNDP ავრცელებს, აღნიშნულია რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოყვანილია სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით ქვეყანაში 11 ათასი ადამიანი იღუპება. საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას ხვალიდან იწყებს.

1 მაისიდან ყველა ტიპის შენობა-ნაგებობასა და არაერთ დაწესებულებაში მოწევა იკრძალება. რეგულაცია არ ეხება მხოლოდ მწეველებს - ქეთი კაცაძე მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში, ვის რა ეხება, რამდენია სანქცია და რამდენად მომზადებული უნდა შეხვდნენ 1 მაისს კონკრეტული ობიექტები.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში