ქართული ღვინის შესახებ სტატია ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდება

01 მაისი 2018, 00:00 2103 ნახვა

 აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალტირაჟიან და პოპულარულ ჟურნალ „ფუუდ ენდ ვაინ“ 2018 წლის ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის კულტურასა და სამზარეულოზე ვრცელი სტატია  გამოქვეყნდება. ამ მიზნით, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი და ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოქმედებითმა ჯგუფმა მოინახულა ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები. ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი თვეში 925 ათასია, სოციალურ მედიაში კი 2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ამავე კატეგორიაში