კონტრაბანდული წამლები საზღვარზე - დაკავებულია ერთი პირი

02 მაისი 2018, 00:00 2186 ნახვა

მედიკამენტების კონტრაბანდა სარფში. ბრალდებულმა  33 დასახელების წამალი, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით შემოიტანა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული მედიკამენტია ამოღებული.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში