პირველი გამარჯვება ბათუმის ''დინამოს'' ახალ ბაზაზე

02 მაისი 2018, 00:00 2817 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ 11 წლიანი პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრა გუშინ ჩაატარა. ბათუმელებმა ახალ საფეხბურთო ბაზაზე, ეროვნული ლიგა 2 -ის მეცხრე ტურში, მარტვილის ''მერანს'' უმასპინძლეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი, 70-ე წუთზე ამირან აბუსელიძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით „დინამოს“ 15 ქულა დაუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბათუმის „დინამო“ მომდევნო ტურის შეხვედრას, 5 მაისს, კვლავ საკუთარ მოედანზე, „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.

ფოტო: ედუ კოჩალიძე

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში