პრესის თავისუფლების დღე - მედიაკონფერენცია ბათუმში

03 მაისი 2018, 00:00 2136 ნახვა

კონფერენციაზე საუბარი შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროგრესს და არსებულ გამოწვევებს. არაერთხელ ითქვა რომ საერთაშორისო ანგარიშებითა და შიდა კვლევებითაც დასტურდება მაუწყებლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

ისაუბრეს შენობაზე, რომელიც არ არის უსაფრთხო თანამშრომლებისთვის. ამასთან, საია-ს თავმჯდომარემ, რომელიც 2 წლის განმავლობაში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა არხის ფინანსებზე, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა მეურვის ირინა ფუტკარაძის მხრიდან, რომელმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში