შინაპატიმრობაში მყოფმა აქტივისტმა ცხინვალის სასამართლოში დავა მოიგო

03 მაისი 2018, 00:00 2111 ნახვა

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა – სიმბოლურია, რომ ამ თარიღს დაემთხვა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება – აქტივისტმა ცხინვალის რეჟიმს სასამართლო პროცესი მოუგო.

ეს ის აქტივისტია, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის საქართველოს სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ ორ საერთაშორისო პრიზზე წარადგინა. „სამხრეთ ოსეთში არ არსებობს თავისუფალი მედია.

არსებობს მხოლოდ მედია, რომელსაც ხელისუფლება აფინანსებს და აკონტროლებს” – ასე იწყება მიმართვა, რომელიც აქტივისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გამოუგზავნა. მიმართვა საზოგადოებამ პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოისმინა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში