ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის კონსულს შეხვდა

04 მაისი 2018, 00:00 2144 ნახვა

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. ზურაბ პატარაძის თქმით, დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან საინვესტიციო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო ასევე აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების საკითხს.
 

ამავე კატეგორიაში