ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები

04 მაისი 2018, 00:00 3050 ნახვა

უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. საქმე ეხება ქუჩაში მცხოვრებ და დასაქმებულ ბავშვებს, რომელთა დაცვასაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ეფექტიანად ვერ ახერხებს.

საუბრობენ საკანონმდებლო ხარვეზებზე. ქუჩაში მცხოვრები და დასაქმებული ბათუმში რამდენიმე ათეული მოზარდია – საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის განათლების სამინისტრო, ეფექტიან კონტროლს ვერ ახერხებს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამბობს, რომ ამ მხრივ პრობლემებია საზოგადოებაშიც, რომელსაც ხშირად დასაქმებული არასრულწლოვნის დანახვისას რეაქცია თითქმის არასდროს აქვს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში