ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე ბრალდებული სპორტსმენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

05 მაისი 2018, 00:00 1949 ნახვა

ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე ბრალდებული სპორტსმენები მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ტარიელ კეკელიძეს 3-ათას ლარიანი გირაო, მირზა ვანაძესა და ზურაბ კეკელიძეს – 2-2 ათასი ლარი შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრის ცემის ფაქტზე სამი პირს ბრალი გუშინ წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, ღამით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯელალ ქიქავას. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ივნისს ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ჯელალ ქიქავა.  მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში