ბათუმელი ჯონსონა

05 მაისი 2018, 00:00 50026 ნახვა

ბათუმელი ჯონსონა, როგორც თავად ამბობს,  ინგლისელია. ცდილობს,  რომ მის მიერ დამზადებული უჩვეულო თავსაბურავებიც, სწორედ ამ ქვეყნის ხასიათს გამოხატავდეს. ბათუმელებისთვის ჯონსონაა,  ადამიანი, რომელიც ქალაქის ქუჩებს თავისებურ კოლორიტს სძენს. არ უყვარს, როცა მის სამყაროში შეღწევას ცდილობენ, თუმცა ურთიერთობას არ გაურბის.

არასდროს ყიდის იმ ფერად გვირგვინებს, რომელსაც საკუთარი ხელით ამზადებს. ამავე დროს, ეს მისი ერთადერთი გატაცება არ არის. გადაღებაზე, მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ ერთგვარი ჩვენება მისსავე სახლის ეზოში გაიმართებოდა.  

ამავე კატეგორიაში