ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

06 მაისი 2018, 00:00 2537 ნახვა

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ბათუმშია. თითქმის 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ მეზღვაურს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.

სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიაში, საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს, რამდენიმე დღეში კი იგი ელ- ზავიას ციხეში გადაიყვანეს. 29 აპრილს ტრიპოლში გამართულ სასამართლო  პროცესზე მოსამართლემ კაკაბაძე უდანაშაულოდ ცნო.

პატიმრობაში რჩება კიდევ საქართველოს კიდევ  ორი მოქალაქე, რომლებიც ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გასულ წელს დააკავეს.  გემის კაპიტანი გენადი კომახიძე და მისი თანაშემწე რომა კაკალაძე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში