მოსახლეობა რეკრეაციული ზონის გასხვისებას აპროტესტებს

06 მაისი 2018, 00:00 3669 ნახვა

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები  კორპუსის წინ მდებარე სარეკრეაციო ზოლის გასხვისებას აპროტესტებენ. ითხოვენ, რომ მერიამ ტერიტორიას, რომელიც მათ გაამწვანეს სკვერის სტატუსი მიანიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, ბათუმის მერიამ ზღვასთან ახლოს, კორპუსებს შორის ეზოში არსებული მწვანე ზოლი გაყიდა. აუქციონზე ბოლო ფასი 630 ათასი ლარი დაფიქსირდა. მყიდველი ვალდებულია მხოლოდ 10 მეტრის სიმაღლის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი ააშენოს, თუმცა ეს ვალდებულება მას 10 წლის შემდეგ ეხსნება. მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში