დღეს გიორგობაა

06 მაისი 2018, 00:00 2036 ნახვა
00:00
00:00

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.  წმინდა გიორგი  ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.  დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ტარდება ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.

  წმინდა გიორგი კაბადოკიაში დაიბადა. დევნის და წამების მიუხედავად წმინდანი სარწმუნოების ერთგული დარჩა. მას  303 წელს თავი მოკვეთეს. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.  23 ნოემბერი წმინდანის ბორბალზე წამების დღეა. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი