დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით

06 მაისი 2018, 00:00 1757 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბანგლადეშის 5 და საქართველოს 1 მოქალაქე , ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

ამის გარდა ბანგლადეშის 3 და აზერბაიჯანის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

ამავე კატეგორიაში