საქართველოში 247 205 მოქალაქე სესხის გადახდისუუნაროა

07 მაისი 2018, 00:00 2993 ნახვა

მოვალეთა რეესტრის მონაცემებით, იმ პირთა რიცხვი, რომლებიც უკვე გადახდისუუნაროდ ითვლებიან, მიმდინარე წლის 20 თებერვლის შემდეგ, 5% არის გაზრდილი და დღევანდელი მდგომარეობით, 247 ათას 205 შეადგენს. ისინი სესხის გადახდას ვერ ახერხებენ და ე.წ. ''შავ სიაში'' არიან.  მოსახლეობის 6, 64% კი, რომელთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, რეფინანსირების ძიებაშია, ჩრდილოვან გარიგებაზე წასვლის რისკის ქვეშ დგას. 

ქვეყანაში ყოველ მესამე მოქალაქეს ბანკში კრედიტი აქვს აღებული. არიან ისეთებიც, რომლებიც ლომბარდებს, უარეს შემთხვევაში კი კერძო მევახშეებს მიმართავენ. 

სახელმწიფომ სესხის გაცემის პირობები გაამკაცრა.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, პრობლემები შეიძლება შეექმნათ თვითდასაქმებულებსაც. იმისა გამო, რომ მათი უმრავლესობა შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურებას ვერ შეძლებს.  დიდი ალბათობით, ბანკების ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდებათ.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ასეთი მოქალაქე ქვეყანაში მილიონზე მეტი იყო.  შესაბამისად, მათი უმრავლესობა კვლავ ლომბარდებისა და არასაბანკო სექტორის იმედად დარჩება.

რეფორმისთვის პრობლემატურად შეიძლება იქცეს შემოსავლების საკითხი.  სამომხმარებლო სესხების ნაშთების მზარდი მოცულობა აჩვენებს, რომ მოქალაქეებს ყოველთვიური შემოსავალი არ ყოფნით და დამატებითი სახსრების მოძიება სჭირდებათ. ექსპერტების თქმით, ვითარებას ართულებს ლარის დევალვაცია და ინფლაციის დონეც.

ახალი რეგულაციით ბანკებს გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის გარეშე, სესხად, საზედამხედველო კაპიტალის მხოლოდ 25 % გაცემა შეეძლებათ. მომხმარებლებს კი ბანკში სახელფასო ამონაწერის გარდა, შესაძლოა საშემოსავლო სამსახურიდან ცნობა და სხვა დამატებითი დოკუმენტაციაც მოსთხოვონ.

უფრო ვრცლად იხილეთ ლინკზე.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში