ხანძარი სასტუმრო „არმაზში“ - სასამართლო პროცესი გრძელდება

07 მაისი 2018, 00:00 3247 ნახვა

სასტუმრო “არმაზის” საქმეზე  ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მოწმის სახით დაიკითხა სასტუმროს მზარეული, რომელმაც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ  ზაზა ართმელაძე სასტუმროს მფლობელი არ იყო და არც  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებოდა. მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია თუ ვისი ვალდებულება იყო ეს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ  წარმოდგენილი მეორე მოწმე არ გამოცხადდა, რასაც  დაზარალებული ოჯახების პროტესტის მოჰყვა.

დაზარალებულები საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ და არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას. აცხადებენ, რომ მომხდარზე, რასაც 3 ბავშვი სიცოცხლე შეეწირა,  პასუხისმგებლობა  ბავშვების პედაგოგებს ეკისრებათ, თუმცა  გამოძიება  ზაზა ართმელაძეს ადანაშაულებს.  პროკურორის განმარტებით, დღეს დასაკითხი მოწმე გაფრთხილებული იყო, თუმცა  ისინი  თავს არიდებენ  მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული გარდაცვლილია, არც დაზარალებული და არც დაცვის მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ არის.

ზაზა ართმელაძემ ერთი წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. გამოძიება მას ქობულეთში 2015 წელს დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ პასუხისმგებლობის საკითხს ედავება.

 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში