ათასიდან 3 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა

07 მაისი 2018, 00:00 1720 ნახვა

ათასიდან  3 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა. ცვლილებას  “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსი“  ითვალისწინებს. პროექტში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტები ფიქსირდება.

1000 ლარით დაჯარიმდება პირი რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელს დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელს შეუშლის. ამასთან, ცვლილებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითდგინდება წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომლის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. ცვლილებები ინიცირებისთვის მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ამავე კატეგორიაში