შსს-მ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა

07 მაისი 2018, 00:00 3286 ნახვა
00:00
00:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე,  ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 8 კილომდე ჰეროინი, კილოგრამზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი