ჯარიმები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის

07 მაისი 2018, 00:00 2189 ნახვა

მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. საქმე ეხება ცვლილებებს  “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” ახალ კანონსა და მასთან ერთად 28 კანონში.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი  კანონპროექტს დაამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უფლებამოსილება გაეზრდება, გაიზრდება დამრღვევი ობიექტების მიმართ ჯარიმების ოდენობაც.

ამასთან დაჯარიმდება ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუ იგი წინააღმდეგობას გაუწევს მაშველს, რომელიც მაგალითად პრევენციის მიზნით, ზღვიდან ამოიყვანს მოქალაქეს. უწყება გააკონტროლებს უსაფრთხოების ნორმებს ავტოგასამართ და აირგასამართ სადგურებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მცირე ზომის ობიექტებში სადაც, 100-ზე ნაკლები ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში