ნარკოლიბერალიზაციის შესახებ ინიცირებული პაკეტის განხილვა ერთი თვით გადავადდა

07 მაისი 2018, 00:00 2585 ნახვა

წლის გამოწვევა, საგანგაშო სტატისტიკა და ქვეყნის ხელისუფლების მიდგომა ქვეყანაშივე არსებულ ნარკოპოლიტიკაზე – კანონპროექტის განხილვა კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი თვით გადავადდა.

გადადების ინიციატორები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევების ფონზე, კანონის პროექტის განხილვა არ იქნება მიზანშეწყონილი.

არადა სწორედ დღემდე შეუცვლელ პოლიტიკას უკავშირებს საზოგადოების ნაწილი შავი ბაზრის არსებობას და ქვეყანაში “მკვლელი ნარკოტიკების” შემოტანას.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გარდაცვლილ ახალგაზრდებზე? დეპუტატების ნაწილი გამოსავალს დეკრიმინალიზაციასა და პრევენციაში ხედავს. “თეთრი ხმაურის” მოძრაობა კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ეჭვობს – ხომ არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება მიზანმიმართულად დაბინძურებული.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში