პიანისტთა მეორე ეროვნული კონკურსი

08 მაისი 2018, 00:00 2107 ნახვა

“მარია შურის  სახელობის პიანისტთა მე-2 ეროვნული კონკურსი დაიწყო. იგი მუსიკალურ სკოლაში საზეიმო კონცერტით გაიხსნა. კონკურში 7-დან 25 წლამდე ასაკის 80-მდე კონკურსანტი მონაწილეობს.  ისინი საქართველოს სხვადასხვა  სამუსიკო და სახელოვნებო დაწესებულების მოსწავლეები არიან. გამარჯვებულებს  სპეციალურად მოწვეული ჟიური 4 კატეგორიაში გამოავლენს.  

დაჯილდოვების ცერემონიალი  13 მაისს  ბათუმის სახელწიფო  მუსიკალური ცენტრში გაიმართება. პროექტს ბათუმის  ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი ახორციელებს. ფინანსური მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. კონკურსის მიზანი ნიჭიერი შემსრულებლების  გამოვლენა და ხელშეწყობაა. 

ამავე კატეგორიაში