''ემსახურე საქართველო'' ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

08 მაისი 2018, 00:00 2475 ნახვა

პარტია ''ემსახურე საქართველოს'' ლიდერები რესპუბლიკური საავადმყოფოს სამართლებრივი სტატუსის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრს თხოვენ. ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რესპუბლიკური საავადმყოფო კერძო სექტორზე გასხვისდეს, რაც მათი განმარტებით დასაქმებულებსა და პაციენტებში პროტესტს გამოიწვევს. დღესვე მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ კა 2 კოეფიციენტის შესახებ ნებართვების გაცემის შეჩერების შესახებ ისაუბრეს, რაც მათი მტკიცებით სამშენებლო და ბიზნეს სექტორს დააზარალებს. ბათუმის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში საპასუხო კომენტარები ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკითხის კომენტირებისას რამდენიმე კვირის წინ საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ სამედიცინო ცენტრი არ გასხვისდება.

ამავე კატეგორიაში