5 აგვისტოს, ბათუმში მოკლული ახალგაზრდების საქმის განხილვა დაიწყო

08 მაისი 2018, 00:00 2630 ნახვა

ბათუმში, 8 აგვისტოს, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ რამდენიმე თვეში დაადგინა, რომ გიორგი ხაჭაპურიძე და ზვიად სალთხუციშვილი, რომლებიც ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები, სახლში მოკლეს. პოლიციამ ორი ბრალდებული დააკავა. 

გამოძიება ვერსიით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად მოხდა. რაც 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდები მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულები წარდგენილ დანაშაულში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

დღეს მოსამართლე ლევან გელოვანის აცილება ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა, დავით ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლემ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერი კანონიერად ცნო.

აცილების შუამდგომლობაზე მოსამართლემ  შესვენებაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ჯაფარიძის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ დააკმაყოფილა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში