გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობის საქმე

08 მაისი 2018, 00:00 2008 ნახვა

მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძისა და მოდელ  ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა აღკვეთის ღონისძიების სახე დღეს არ შეცვალა.

არ დააკმაყოფილა ასევე დაცვის მხარის ადვოკატის  შუამდგომლობა მოსამართლის საქმიდან აცილების თაობაზე. ლევან გელოვანმა ათ წუთიან შესვენებაზე მსჯელობის შემდეგ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ დაინახა და სასამართლო შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე მის მიერ დაყენებული შუამდგომლობის მიზეზად, მოსამართლის მიერ იმ ფარული სატელეფონო ჩანაწერის მტკიცებულებად დაშვებას ასახელებს, რომელიც მისი განცხადებით, უკანონოდაა ჩაწერილი და ფარული საგამოძიებო მოქმედებების წესების დარღვევითაა მოპოვებული.

დღეს საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, არსებითი განხილვა 16 მაისს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, გიორგი ხაჭაპურიძე და ზვიად სალთხუციშვილი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ბინაში გარდაცვლილები გასული წლის 8 აგვისტოს იპოვეს. 

ამავე კატეგორიაში