ბათუმში 24 ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს მიულოცავენ

09 მაისი 2018, 00:00 2314 ნახვა

​ბათუმში, მერიის ორგანიზებით, 24 ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ოფიციალურად მიულოცავენ. ღონისძიება 2013 წლიდან, ტრადიციულად, გმირთა ხეივანში იმართება. 

ხელისუფლების წევრები, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

ბათუმში 12 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა ოჯახის წევრებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ. მერია თითოეულ მათგანს, ერთჯერადად, 400 ლარს გადასცემს. 

გმირთა ხეივანში ''უკვდავი პოლკის'' მსვლელობის მონაწილეებიც მივიდნენ. 

გმირთა ხეივანში შეკრებილები, მოგვიანებით ფერიის ძმათა სასაფლაოზე მივლენ.

განახლებული:

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში