რატომაა აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში - რა წერია კანონში?

09 მაისი 2018, 00:00 2916 ნახვა

2011 წლის 31 მაისს, საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლითაც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია.  "თავისუფლების ქარტიის" მე-7  მუხლში ნათქვამია, რომ ტოტალიტარული იდეოლოგიების  -  ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები უნდა აღმოიფხვრას. 

თავად ტერმინი - კომუნისტური იდეოლოგია კი,  განმარტებულია როგორც "იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებით და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობით და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა" - წერია ''თავისუფლების ქარტიაში''. 

 

ფოტო: evreimir.com

 

ამავე კატეგორიაში