საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტების  მერებს შეხვდა

09 მაისი 2018, 00:00 2804 ნახვა

აჭარის მიმდინარე წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ცალკეულ ერთეულებში გასატარებელი სამუშაოები დაიგეგმა.

არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით გასულ წელთან შედარებით დეპარტამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე განმარტებით, გაგრძელდება გზების რეაბილიტაციის სამუშაეოები, დაემატება ახალი ტერიტორიების კეთილმოწყობა და 18 ახალი ხიდი აშენდება და კეთილმოეწყობა 15 სამელიორაციო არხი.

ამავე კატეგორიაში