სპორტი მთავარში

09 მაისი 2018, 00:00 1867 ნახვა

• 2019 წლის აგვისტოში საქართველოს შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ეწვევა და ბორჯღალოსნებთან ტესტ მატჩს გამართავს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით სქოტები 2019 წლის მსოფლიო თასის წინ საქართველოსთან ორ ტესტ მატჩს ჩაატარებენ. ერთი თბილისში, ‘დინამო არენაზე’ 24 აგვისტოს გაიმართება, მეორე კი 7 სექტემბერს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენა „მარიფილზე“ . თავად ფაქტი ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიულია რადგან  ევროპის დიდი ექვსეულის  გუნდთან ტესტ-მატჩს „ბორჯღალოსნები“ თბილისში პირველად გამართავენ. საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 15:6. ორი წლის წინ სქოთებს ქილმარნოქში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ. აქვე დავძენ რომ ჩვენი ნაკრები, თვის ბოლოს, კერძოდ 31 მაისს დინამო არენაზე ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდება.

• დღეს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში საპლაჟო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა "დინამო ბათუმის" მეტოქეების ვინაობა. ბათუმელები სამ გუნდიან ჯი ქვეჯგუფში  იტალიურ და გერმანულ კლუბებთან ერთად მოხვდნენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გავა. ამავე ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი,  ეფ ჯგუფში აკადემიის გუნდი ბერძნული იტალიური და პორტუგალიური გუნდების დამარცხებას შეეცდება.

• საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა მესამე დივიზიონის აუტსაიდერი ლერბიე 2:0 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა. პარი სენ-ჟერმენმა უნაი ემერის ხელმძღვანელობით უკანასკნელი ტიტული მოიგო და საფრანგეთში ტრიპლეტი შეასრულა. მატჩს "სტად დე ფრანსზე" 73 772 მაყურებელი დაესწრო. გოლები ჯოვანი ლო ჩელსომ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. ბოლო ოთხ სეზონში პსჟ-მ ყველა საშინაო ტიტული მესამედ მოიპოვა. საინტერესო ფაქტი მოხდა თასის გადაცემის ცერემონიალზე, პსჟ-ს ფეხბურთელებმა თავისთან ლერბიეს ფეხბურთელებიც დაპატიჟეს და ტიტული მათთან ერთად იზეიმეს. აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენის" წლიური ბიუჯეტი 540 მილიონი ევროა, "ლე არბის" კი 2 მილიონი.

• ​ NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალისტები გამოვლინდნენ. ერთმანეთს„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ და „ჰიუსტონ როკეტსი“ დაუპირისპირდებიან. „გოლდენმა“ საშინაო შეხვედრაში „ნიუ ორლეანი“ 113:104 დაამარცხა და სერიაში საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ქულა ნიუ ორლეანსის მძიმე ფორვარდმა ენტონი დევისმა დააგროვა - 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 34 ქულა და 19 მოხსნა იყო.გამარჯვებული გუნდიდან კი ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 8 გადაცემა და 7 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თავლს შეხვერდას. მეორე ფინალისტის ვინაობა კი „ჰიუსტონისა“ და „იუტას“ დაპირისპირებაში გაირკვა.  ტეხასელებმა 112:102 იმარჯვეს და სერიაში „გოლდენის“ მსგავსად მეტოქე 4:1 დაამარცხეს. საოცარი მატჩი ჩაატარა „როკესტსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კრის პოლმა, რომელმაც აქტივში 41 ქულა და 10 გადაცემა მიითვალა. ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „ჰიუსტონის“ „ტოიოტა არენაზე“ 15 მაისს გაიმართება.

• იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაკრების მომავალი მწვრთნელის თაობაზე და ამ პოსტზე მალე 53 წლის იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი დაინიშნება, რომელიც ამჟამად პეტერბურგის ზენიტის დამრიგებელია. მანჩინი რუსულ კლუბს ჩემპიონატის ბოლო ორ მატჩში გაიყვანს სათამაშოდ, მედიის ინფორმაციით შეთანხმება მიღწეულია და გასარკვევი მხოლოდ უკანასკნელი დეტალები დარჩა. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ვინაობას ოფიციალურად 20 მაისამდე გამოაცხადებს, დღეს ასევე ცნობლი გახდა რომ მანჩინის ასისტენტი ნაკრებში  ანდრეა პირლო იქნება. დიდი ალბათობით მანჩინის და პირლოს ტანდემის დებიუტი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 28 მაისს, საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩში შედგება.

ამავე კატეგორიაში