ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდა

10 მაისი 2018, 00:00 2161 ნახვა

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა და  ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ხოლო ნინო გეგელაშვილის მიმართ კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან ის ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს. 

სამართალდამცველებმა 27 წლის ნინო გეგელაშვილი და 24 წლის გიორგი გოგებაშვილი ნარკორეალიზების ბრალდებით 8 მაისს დააკავეს.

ამავე კატეგორიაში