''ჩემი პირველი არჩევნები''

10 მაისი 2018, 00:00 2091 ნახვა

სასწავლო სამეცნიერო პროექტის ''ჩემი პირველი არჩევნების'' პრეზენტაცია გაიმართა მე-3 საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა არჩევნების შესახებ ლექცია მოისმინეს. საკითხები შეეხებოდა საარჩევნო პროცედურებს, ისტორიასა და არჩევნებში მონაწილეობის  მნიშვნელობას. ლექციები 15 საჯარო სკოლაში ჩატარდება.  სასწავლო პროცესს აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები გაუძღვებიან.

პროექტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც განათლების სამინისტროსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიას შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. 

ამავე კატეგორიაში