''მილიონი  სვლა'' – საჭადრაკო  პროექტი

10 მაისი 2018, 00:00 2498 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საჭადრაკო პროექტში „მილიონი სვლა“ პირველი სვლა გააკეთა. მას საპასუხო სვლით ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ვაჟი- ლევან ანწუხელიძე დაუპირისპირდა. საჭადრაკო პროექტის მიზანი ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის მსოფლიოს ხალხების ჩართულობისა და ინტეგრაციის გაზრდაა.

მოთამაშეები თითო სვლას „მილიონი სვლისთვის“ სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის მეშვეობით აკეთებენ. „მილიონი სვლა“ ესაა ქართული ინოვაცია, რომლის მიზანი ჭადრაკის და საქართველოს პოპულარიზაციაა. მსოფლიო ოლიმპიადა  23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმში გაიმართება და საქართველოს 189 ქვეყნიდან 4000-მდე სტუმარი ეწვევა.

ამავე კატეგორიაში