ბრძოლა ფაროსანასთან და გარემოზე ზემოქმედება

10 მაისი 2018, 00:00 1507 ნახვა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და გარემოზე ზემოქმედების საკითხები განიხილეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც ტარდება,  აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის, თუმცა ამავე დროს  მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.

გადაწყდა, რომ მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევების საფუძველზე ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

შეხვედრას გარემოს დამცველი არასამთავრობო  ორგანიზაციების  და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ამავე კატეგორიაში