ხაჭაპურიძისა და ხაჩიძის სასამართლო პროცესი

10 მაისი 2018, 00:00 2159 ნახვა

ხელვაჩაურის სასამართლოში თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის სასამართლო პროცესი გრძელდება. რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის გამომძიებლები მოწმეები სახით დაიკითხნენ, მათ შორის გამომძიებელი რომელმაც უშუალოდ დააკავა ბრალდებულები. ბრალდებულები სასამართლო პროცესს დისტანციურად სკაიპის მეშვეობით ესწრებოდნენ.

მოწმეების გამოკითხვის შემდეგ ორივე მხარეს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასამართლოს გამოეთხოვა 3 პირის ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლომ იგი დასაშვებად ცნო. შემდეგი პროცესი 14 მაისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გონიოს პლიაჟზე 2016 წელს მოხდა, რომელზეც საქმე ორი მიმართულებით აღიძრა, თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე კახაბერ ხაჩიძე უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს არასრულწლოვანი შვილის ცემაში ადანაშაულებენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში ცოლ-ქმარი დააპატიმრეს მათ ბრალი გიორგი მიქაუტაძის მუქარაში დასდეს. ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში