საკონსტიტუციო სასამართლოში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს

10 მაისი 2018, 00:00 2014 ნახვა

სარჩელი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტი თანაავტორი ჰყავს - საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების წინააღმდეგ შეტანილი 326 მოქალაქის, სახალხო დამცველისა და პოლიტიკოსების სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო.

პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს შეასრულა თუ არა პარლამენტმა სასამართლოს მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც გამოძიებას თავად აწარმოებს.

მოსარჩელეები, მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა ახალი უწყების – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნით პრობლემა უცვლელად დატოვა.

ცნობისთვის სააგენტოზე კონტროლის უფლებამოსილება მხოლოდ სუს-ს აქვს. ამ ახალი უწყების მისამართით დღეს მოსამართლეებს რამდენიმე კითხვა ჰქონდათ, მათ შორის როგორ და რა პრინციპით მუშაობს სააგენტო? როგორ უთვალთვალებენ ინტერნეტში და რა ინფორმაციას ინახავენ? 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში