რეგიონის პოპულარიზაცია უნივერსიტეტებში-კამპანია  დასრულდა 

11 მაისი 2018, 00:00 1966 ნახვა

ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაცია რეგიონებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტით დაასრულა. ღონისძიებაზე გათამაშდა ბათუმის სამდღიანი საგზურიც, რომლის გამარჯვებულებიც 3 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებას „ზაფხულის ფესტივალი“ დაესწრებიან.

პრეზენტაციაზე აჭარის ტურისტული შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ამავე კატეგორიაში