ტელეკომპანია ''რუსთავი2''-ის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმელები გამოჩნდნენ

12 მაისი 2018, 00:00 2069 ნახვა

ტელეკომპანია რ2-ის ინფორმაციით, თბილისში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ, რომლებიც თავისუფლების მოედნისაკენ მიემართებიან. ტელეკომპანია ფოტომასალასაც ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, რუსთაველის ქუჩაზე, ქაშუეთის ეკლესიასთან არიან მობილიზებულები.

ქაშუეთის წინ, პარლამენტის შენობასთან კი ახალგაზრდების აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს.

შსს აჭარის მაუწყებლის ზარებს არ პასუხობს, ნეტგაზეთს კი უთხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რაც შეეხება ფოტოებს, უწყებაში ამბობენ, რომ ამ მანქანებს არავითარი გეგმა არ აქვთ და უბრალოდ გაიარეს.

 

ამავე კატეგორიაში