პარკირების ახალი სისტემის პრეზენტაცია

13 მაისი 2018, 00:00 3004 ნახვა

ექსპო ბათუმი თრეველ 2018"- ის მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ახალი თაობის პარკირების სისტემების მწარმოებელმა კომპანიამ პრეზენტაცია გამართა. კომპანიის ძირითადი მიზანი იაფი და ეკონომიური ავტოსადგომების მშენებლობაა.

კომპანის წარმომადგენელთა განცხადებით მათი პროდუქციით აჭარაში რამდენიმე სამშენებლო კომპანია დაინტერესდა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს . პარკირების სისტემების მწარმოებელი კომპანია პროდუქციას 16 ქვეყანას აწვდის და მე-17 შესაძლოა საქართველო გახდეს.

ამავე კატეგორიაში