ბათუმის სკოლაში რამდენიმე მოსწავლე მოიწამლა

14 მაისი 2018, 00:00 10533 ნახვა

განახლებული ინფორმაცია

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში, რამდენიმე ბავშვი მოიწამლა.  სკოლის ექიმის ინფორმაციით, მოზარდმა მაღაზიაში ნაყიდი "ხრუსტინი" ჭამა.

"2-ის ნახევარი იქნებოდა, მეშვიდე კლასის მოსწავლე გახდა ცუდად. აღენიშნებოდა კანკალი. როგორც გოგონამ მითხრა, მაღაზიაში ნაყიდი "ხრუსტინი" ჭამა, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ჩავუტარე პირველადი დახმარება და რახან კანკალი არ მოეხსნა გამოვიძახეთ სასწრაფო" - ამბობს სკოლის ექიმი. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ 112-ში მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. 

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,  სკოლიდან ბავშვთა საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მოსწავლე გადაიყვანა. რაც შეეხება სხვა მოწამლულ მოზარდებს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი საავადმყოფოში თვითდინებით მივიდა" - გვითხრეს ცენტრში.

მაუწყებელი აზუსტებს დეტალებს თუ რამდენი მოსწავლეა მოწამლული.​

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში