უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

15 მაისი 2018, 00:00 2295 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 ათას ლარს აღემატება.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. წელს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის  თანამშრომლების მიერ მსგავსი კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. სისხლის სამართლებრივი დევნა 25  პირის მიმართ დაიწყო.

ამავე კატეგორიაში