''დაასრულეთ სიკეთის სახლის მშენებლობა''- აქცია კახაბრის დასახლებაში

15 მაისი 2018, 00:00 2015 ნახვა

კახაბრის დასახლებაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირისთვის განკუთვნილი 5 სათულიანი სახლის მშენებლობა შეჩერებულია.

პროექტს საქველმოქმედო ფონდი „კეთილისოფლი" ახორციელებს. ფონდის პრეზიდენტი მიშო ტყებუჩავა, ამბობს, რომ კომპანია „მეტრო ჯორჯიამ“ და სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მშენბლობის დაფინანსება საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტეს, თუმცა პირობას არ ასრულებენ და მშენებლობა უკვე ორი წელია შეჩერებულია. 

"მიზეზი, თუ რატომ აღარ აფინანასებს ეს ორი კომპანია სახლის მშენებლობას, არ უთქვამთ" - ამბობს საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი, რომელიც ფაქტს აპროტესტებს და მესამე დღეა შიმშილობს. 

ხვალ, 16 მაისს, ფონდის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად, თურქეთის საკონსულოსთან აქციის გამართვას გეგმავენ.

პროექტის მიხედვით, კახაბრის დასახლებაში ხუთსართულიანი სახლი უნდ აიგოს, ხოლო ბინები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს უნდა გადაეცეს. 

პროექტის ფარგლებში, რამდენიმე წლის წინ, არაერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, მშენებლობის დაფინანსების პირობა „მეტრო ჯორჯიამ“ და „ლეოგრანდმა“დადეს.

ამავე კატეგორიაში