ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა

15 მაისი 2018, 00:00 1797 ნახვა

ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით–ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებიან.

გეგმაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაიწეროს. დოკუმენტი ხელისუფლებისა და საზოგადოების ჩართულობით შემუშავდება, მის აღსრულებაში კი ყველა რგოლი მიიღებს მონაწილეობას.

განახლებული:

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში