სეტყვამ სოფლებში ნარგავები გაანადგურა

16 მაისი 2018, 00:00 1888 ნახვა

გუშინ, 15 მაისს აჭარის მაღალმთიანეთში სეტყვა მოვიდა. ძლიერმა ნალექმა ნარგავები ნაწილობრივ  გაანადგურა. 

ადგილობრივების ინფორმაციით კარტოფილისა და სიმინდის ნარგავები სეტყვამ გაანადგურა. ფერმერთა თქმით, მოსავალის უმეტესობა დაზღვეული არ აქვთ.

ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ძლიერმა წვიმამ რიყეთისა და საციხურის მიმართულებით ცენტრალური და შიდა სასოფლო  გზები დააზიანა.  დღეს დილიდან მერიის წარმომადგენლები დაზიანებულ ტერიტორიებს სწავლობენ. რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის ღონისძიება განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში