ჰავაიზე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აიკრძალება

16 მაისი 2018, 00:00 2024 ნახვა

ჰავაიზე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აიკრძალება, მიზეზი გარემოს დაბინძურებაა, კონკრეტულად კი მათ შემადგენლობაში შემავალი ტოქსინები. ოქსიბენზონი და ოკტინოკსატი აზიანებს მარჯნის რიფებს, რომლითაც გარშემორტყმულია ჰავაის კუნძულები.

კანონპროექტი შტატის კანონმდებლების მიერ უკვე მოწონებულია. შემდეგი ნაბიჯი- გუბერნატორის ხელმოწერაა. თუკი მისი თანხმობა იქნება, 2021 წლიდან არქიპელაგზე მზისგან დამცავი საშუალებები აიკრძალება.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ამას დადებითი ზემოქმედება ექნება ფლორისა და ფაუნაზე. 

ყოველწლიურად მარჯნის რიფებზე მთელი პლანეტიდან 14 ათასი ტონა მზისგან დამცავი კრემი ხვდება. კოსმეტიკური საშუალებების ყველაზე მეტი შემცველობა იქ ფიქსირდება, სადაც ბევრი ტურისტია. 

საინტერესოა ის, რომ მზისგან დამცავი კრემებით რიფების დაბინძურებაში წვლილი მხოლოდ მოცურავეებს არ შეაქვთ. კრემები ოკეანეში საკანალიზაციო სისტემიდანაც ხვდება.

მზის სხივებისგან დაცვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ამიტომ ბევრი კომპანია, მომავალში მოსალოდნელი შეზღუდვის გამო, ცდილობს მზისგან დამცავი ისეთი საშუალებები აწარმოოს, რომელშიც ოქსიბენზონი და ოკტინოკსატი არ იქნება გამოყენებული.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში